2022 წელს გარდაცვლილები

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა, ის 85 წლის იყო

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

რეზო ამაშუკელი 1936 წელს ქუთაისში დაიბადა, 1960 წელს კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი. პოემისათვის ძახილი 1968 წელს რეზო ამაშუკელს საქართველოს კომკავშირის პრემია მიანიჭეს. 

1986 წელს დაინიშნა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1988-89 წლებში კი იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1993 წელს ის აირჩიეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ. 

 

კომენტარები