2022 წელს გარდაცვლილები

85 წლის ასაკში ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

1tv

85 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა. 

ვლადიმერ ბარქაია 1937 წელს გაგრაში დაიბადა. თამაშობდა გაგრის ბურევესტნიკში, შემდეგ კარიერა თბილისის დინამოში გააგრძელა. 

1964 წელს მონაწილეობა მიიღო ე.წ. ოქროს მატჩი, რომელშიც თბილისის დინამომ მოსკოვის ტორპედო ანგარიშით 4:1 დაამარცხა. თბილისურმა გუნდმა ისტორიაში პირველად სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

10 წლის განმავლობაში ბარქაიამ დინამოს მაისურით 226 თამაში ჩაატარა, რომელშიც 68 გოლი გაიტანა. სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ბარქაიამ ორჯერ ითამაშა.

2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

კომენტარები