82 წლის ასაკში ქართველი მსახიობი ნუგზარ შარია გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.
შესრულებული აქვს როლები ფილმებში პალიასტომი, აბესალომ და ეთერი, ენგურის ნაპირებზე. სახალხო პოპულარობა მოუტანა ონისეს როლმა ფილმში ხევისბერი გოჩა.
1970 წელს ტურისტულად გაემგზავრა საფრანგეთში. პარიზში მსახიობმა თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. შარია მუშაობდა რადიო თავისუფალ ევროპასა და თავისუფლებაში. 1971 წელს საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც განაგრძო მუშაობა იგივე რადიოებში და ასევე, რადიო ამერიკის ხმაში.
მოგვიანებით ცხოვრობდა გერმანიაში. არის საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი.
მისი შვილი ზურაბ შარია ასევე მსახიობია.