2022 წელს გარდაცვლილები

ცნობილი გახდა რეი ლიოტას სიკვდილის მიზეზი

The Independent

გამოცემა TMZ-მა რეი ლიოტას გარდაცვალების საბუთები გამოაქვეყნა. ამერიკელი მსახიობი 2022 წლის მაისში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლიოტას გულისა და ფილტვების პრობლემები ჰქონდა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი კი, ათეროსკლეროზი, ფილტვების შეშუპება და გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

რეი ლიოტას განსაკუთრებული პოპულარობა ფილმებში Field of Dreams (ოცნებების ველი) და მარტინ სკორსეზეს ოსკაროსან კინოსურათში Goodfellas (კარგი ბიჭები) შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ასევე, მას სხვა არაერთ ცნობილ ფილმშიც უთამაშია, მაგალითად, როგორებიცაა: Revolver (რევოლვერი), Sin City (ცოდვების ქალაქი), Killing Them Softly (მოკალი ნაზად) და სხვა. 1986 წელს ფილმ Something Wild-ში (რაღაც ველური) შესრულებული როლისთვის კი მსახიობი ოქროს გლობუსზე წარადგინეს. მსახიობმა უკანასკნელი როლი კომედიურ ჰორორ Cocaine Bear-ში შეასრულა.

2023 წლის 25 თებერვალს რეი ლიოტას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

კომენტარები