საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თავმჯდომარე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის 7 იანვარს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. მას შემდეგ, რაც იგი ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების ფონზე,  თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო ღალატის ფაქტზე 6 იანვარს დაიწყო. "6 იანვარს  ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თავმჯდომარე, კარიმ მასიმოვი, სხვა პირებთან ერთად, დააკავეს და დროებით იზოლატორში გადაიყვანეს," - ვკითხულობთ განცხადებაში. სხვა დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. 

მასიამოვი ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ახლო მოკავშირედ განიხილება. ის ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე, ნარბაევის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ხელმძღვანელობდა.

ხელისუფლების განმარტებით, ამ კვირაში საპროტესტო აქციებისას 26 დემონსტრანტი და 18 სამართალდამცავი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. რუსეთმა, ОДКБ-ს მისიის ფარგლებში, ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები