საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის სპეცრაზმმა ალმათის აეროპორტზე კონტროლი აღადგინა

ყაზახი სამართალდამცველები
EPA

ყაზახეთის სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ალმათის საერთაშორისო აეროპორტზე კონტროლი აღადგინეს

აეროპორტი რამდენიმე საათის წინ დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული.

ამჟამად ყაზახეთში მიმდინარეობს სამართალდამცველთა ქმედებები, რომლებსაც თავად "ანტიტერორისტულ ოპერაციას" უწოდებენ. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორია დემონსტრანტებმა სრულად დატოვეს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ემსხვერპლა 8 სამართალდამცველის სიცოცხლე და დაშავებულია 300-ზე მეტი.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტიყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ყაზახეთის ეროვნული გვარდიის წევრები დემონსტრანტებს ბარდებიან, ზოგიც კი მათ მხარეს გადადის.

თოყაევი დემონსტრანტებს ტერორისტებს უწოდებს და დახმარებას კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვს.

კომენტარები