პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე: საზოგადოების მარცხია, როდესაც შინაური ცხოველები ანაცვლებენ ბავშვებს

პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ საზოგადოების მარცხია, როდესაც შინაური ცხოველები, ძაღლები და კატები ზოგიერთი წყვილისთვის ბავშვებს ანაცვლებენ. პაპმა წყვილებს მოუწოდა, რომ "გარისკონ და გახდნენ მშობლები". პაპი მრევლს დემოგრაფიულ საკითხებზე პავლე VI-ის დარბაზში, საზოგადო მიმართვის დროს ესაუბრა.

"არაერთი წყვილი აღარ აჩენს შვილებს, რადგან მათ ეს არ სურთ, ან აჩენენ მხოლოდ ერთს – თუმცა ორი ძაღლი ჰყავთ, ან ორი კატა. დიახ, ძაღლები და კატები იკავებენ ბავშვების ადგილს. დიახ, ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რეალობა ასეთია. მამობისა და დედობის უარყოფის შედეგად მცირდება ადამიანების რაოდენობას, კაცობრიობა ქრება". - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპი ფრანცისკეს თქმით, ზოგიერთი წყვილის "ეგოისტობის" გამო "საზოგადოება ბერდება, მამობისა და დედობის მშვენიერება კი იკარგება".

პაპმა ფრანცისკემ შინაური ცხოველების მიერ შვილების ჩანაცვლების შესახებ პირველად 2014 წელს ისაუბრა. მაშინ ფრანცისკემ ზემოხსენებულ მოვლენას "კულტურული დეგრადაციის მორიგი ფენომენი" უწოდა და აღნიშნა, რომ მშობლებისა და შვილების "კომპლექსური" ურთიერთობის ფონზე, შინაურ ცხოველებთან ემოციური კავშირის დამყარება გაცილებით "ადვილია".

კომენტარები