ინდოეთი

ინდოეთში ტაძარში ჭყლეტას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, მატა ვაიშნო დევის ტაძარში ჭყლეტას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 14 ადამიანი. ტაძარი ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ქალაქ კატრასთან ახლოს მდებარეობს. ის ინდოეთში პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილია. ჩვეულებრივ მატა ვაიშნო დევის ტაძარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს, განსაკუთრებული ხალხმრავლობა ახალი წლის ღამესთან იყო დაკავშირებული.

უცნობია, ზუსტად რამ გამოიწვია ჭყლეტა, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ტაძარში ადამიანების თავმოყრა შესაბამისად არ იყო გაკონტროლებული. დაწყებულია შემთხვევის გამოძიება.

ინციდენტს გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი.

"უკიდურესად დამწუხრებული ვარ მატა ვაიშნო დევი ბჰავანში ჭყლეტის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - წერს მოდი Twitter-ზე.

კომენტარები