სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

კობახიძე ინსპექტორზე: ეს სამსახური არც ასე და არც ისე არ შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას

ეს სამსახური როგორც არის ჩამოყალობებული, პრინციპში, არც ასე  და არც ისე არ შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას. აქ საუბარია რაზე - როცა საუბარია ერთი სამსახურის ჩანაცვლებაზე ორი სამსახურით, არის 2 აბსოლუტურად ერთმანეთთან დაუკავშირებული ფუნქცია ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც, უბრალოდ, არასწორია. შესაბამისად, ხდება ამ ალოგიკურად დაკავშირებული ფუნქციების გამიჯვნა ერთმანეთისგან - ეს არის გამოძიება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურზე საუბრისას. 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა სამსახურის გაუქმებას მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი.

კომენტარები