სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

წილოსანი: ალბათ, ქალბატონ ვიოლას არ აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არ უქმდება

ეტყობა, ალბათ, ქალბატონ ვიოლას არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს ინსტიტუტი არ უქმდება და რომ ის ჩანაცვლდება ორი გამიჯნული ფუნქციების ინსტიტუტით, რომელსაც ექნება ზუსტად ისეთივე მაღალი დაცვის ხარისხი, დამოუკიდებლობის როგორც თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჰქონდა. მან ალბათ ისიც არ იცის, რომ ეს რეკომენდაცია იყო თავის დროზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ვქმნიდით, ამიტომ არასამთავრობო სექტორის და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით იცვლება ახლა ამ ინსტიტუციის კონფიგურაცია. 

არასწორი მცდელობაა ეს ინიციატივა დაუკავშიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა თავის მოვალეობას. 

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ეხმაურება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე შეშფოთება გამოთქვა

 

კომენტარები