სუს

ლილუაშვილი: ხელისუფლების დამხობის საქმეზე მთავარი დასაკითხი ობიექტი მკურნალობს

ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს და სუბიექტურიც, რის გამოც ბოლომდე ჯერ ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები – ექსპერტიზები ამოღებულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე და ასე შემდეგ. ალბათ მიხვდით – დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში, რომელშიც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს, იქნებიან ჯანმრთელები და ვფიქრობ, ეს მომენტი მალე დადგება. ერთ-ერთი დასაკითხი, მთავარი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობის კურსს, ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება, რომ უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში.

თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 2020 წლის 6 ნოემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები