სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

მიატოვიჩი პარლამენტს: თავი შეიკავეთ ინსპექტორზე კანონპროექტის დაჩქარებით მიღებისგან

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს თავი შეიკავოს დაჩქარებული წესითა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღებისგან, რომლის მიზანია გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია და პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე. 

საკანონდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი თანამშრომლების გათავისუფლებას. კანონპროექტის მიღება მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების დამოუკიდებლად ფუნქციონირებას.

წერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩი, ქართული ოცნების ინიციატივაზე სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ.

კომენტარები