ისრაელი

ისრაელის მთავრობამ გოლანის მაღლობზე ახალმოსახლეთა რაოდენობის გაზრდის გეგმა დაამტკიცა

ნაფთალი ბენეტი

26 დეკემბერს ისრაელის მთავრობამ გოლანის მაღლობზე ახალმოსახლეთა რაოდენობის გაზრდის 317 მილიონდოლარიანი გეგმა დაამტკიცა.

მთავრობამ მხარი დაუჭირა 5 წლის განმავლობაში რეგიონში 7 300 სახლის აშენებას. გეგმის მიხედვით 1 მილიარდი ახალი შეკელი უნდა დაიხარჯოს საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის შექმნისა და სხვა პროექტების შესრულებისთვის, რისი მიზანიც დაახლოებით 23 000 ებრაელი ახალმოსახლეთა მოსაზიდად.

"ჩვენი მიზანია, გოლანის მაღლობის მოსახლეობის გაორმაგება" - თქვა პრემიერმინისტრმა ბენეტმა.

ამჟამად გოლანის მაღლობზე ისრაელის დაახლოებით 25 000 მოქალაქე ცხოვრობს. გოლანის მაღლობზე ასვე ცხოვრობს 23 000 დრუზი, ისმაილიზმის ერთ-ერთი განშტოების მიმდევარი არაბები.

ისრაელმა გოლანის მაღლობის ტერიტორია 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შედეგად სირიისაგან მოიპოვა, თუმცა ბევრი ქვეყანა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ომის საშუალებით ტერიტორიების მოპოვებას გამორიცხავს

2019 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს, თუმცა აშშ პოზიციის შეცვლას არ აპირებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება.

კომენტარები