ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ჯეიმს ფრანკო ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მისცემს

Befunky

ჯეიმს ფრანკო ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის განქორწინების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მისცემს.

მსახიობის დაკითხვას ჯონი დეპის ადვოკატები ითხოვენ, მათი თქმით 2016 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათი კლიენტი ცოლთან ქორწინებაში იმყოფებოდა, ფრანკოს სექსუალური კავშირი ჰქონდა ჰერდთან. დამცველებს აინტერესებთ ჰქონდა თუ არა ჰერდს ჩალურჯებები, როდესაც ფრანკოს ხვდებოდა. 

2018 წელს ჰერდმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მოგვიანებით გამოცემამ The Sun დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 

დეპმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა. 2020 წელს ლონდონის სასამართლომ მსახიობს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

ტაბლოიდში გამოქვეყნებულ სტატიასა და დეპის ყოფილი ცოლის, მსახიობ ამბერ ჰარდის ბრალდებებს სკანდალი მოჰყვა, რომელსაც დეპის კარიერა შეეწირა. მსახიობი დაითხოვეს ფანტასტიკური ცხოველების გადასაღები მოედნიდან, ასევე ამერიკულ Netflix-ზე გაქრა დეპის ფილმები. 

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს, უშუალოდ დეპსა და ჰერდს შორის სასამართლო დავა ამ ეტაპზე არ ყოფილა. მსხვილი კინოსტუდიებისთვის ჯონი დეპის "გასაუქმებლად" გამოცემა The Sun-თან წაგებული დავაც საკმარისი აღმოჩნდა.

იმ შემთხვევაში, თუ ფრანკო არ დაადასტურებს ჰერდის სხეულზე ჩალურჯებებს, დეპის ადვოკატები განმეორებით მიმართავენ სასამართლოს.

კომენტარები