უკრაინა

უკრაინაში, ლვოვში რუსეთის საკონსულოს შენობის ღობეს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

რუსეთის საკონსულოს შენობა ლვოვში

უკრაინაში, ქალაქ ლვოვში რუსეთის საკონსულოს შენობის ღობეს უცნობმა პირმა აალაებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. 

ქალაქ ლვოვის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საფრთხე არ შექმნია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, "ლვოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს წინააღმდეგ ჩადენილი იყო ტერორისტული აქტი" და მოლოტოვის კოქტეილმა საკონსულოს საფრთხე შეუქმნა.

კომენტარები