ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

როკის გვირაბზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 რუსი სამხედრო მოკვდა

როკის გვირაბის შესასვლელი

21 დეკემბერს როკის გვირაბზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რასაც ორი რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

ზვავში მოყვა საოკუპაციო ძალების ხუთი სამხედრო, რომლებიც გვირაბს დარაჯობდნენ. თოვლმა დაფარა ის შენობა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. 

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამძებრო სამუშაოების შედეგად თავდაპირველად ორი სამხედრო იპოვეს, რომელთა გადარჩენაც შეძლეს. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს კიდევ ორი სამხედრო, ერთი უსულო მდგომარეობაში, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის დროს მოკვდა. მეხუთეს ამ დრომდე ეძებენ.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო შემთხვევამდე ორი დღით ადრე ჩაკეტეს. როკის გვირაბი არის ერთადერთი მაკავშირებელი გზა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

კომენტარები