ღამის კლუბები

ინსპექცია კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებს, რომ ნებადართული არაა

შრომის ინსპექციის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

"პროტოკოლი, ვიზიტორის მწვანე სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე – ბიზნესის მდგრად აღდგენას.

საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ". – ნათქვამია განცხადებაში.

7 დეკემბერს კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილი დაწერა, რომ 17 დეკემბრიდან კლუბები მუშაობას განაახლებდნენ.

20 ოქტომბერს ორაშვილმა დაწერა, რომ უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1 500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია. ორაშვილის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ სრულად სრულად ვაქცინირებული (71.08%), კოვიდგადატანილი (12.04%) და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე (16.88%) ადამიანები მონაწილეობდნენ.

კომენტარები