დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს სამართლებრივი სისტემა არნახული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მოქმედი საბჭოთა აქტები მაკულატურად გადაიქცა და ქვეყანას სამართლებრივი კოლაფსი დაემუქრა. სამართალი, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა, ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, რომელსაც თან გასდევდა სამოქალაქო ომები, სიდუხჭირე და მრავალი პოლიტიკური ქარტეხილი, ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ საფუძვლიანად შესწავლილი სამართლებრივი ფუნდამენტის შექმნაზე გვეფიქრა, რასაც, ბუნებრივია, სათანადო ფიქრი და დროს სჭირდებოდა, ჩვენ, სამწუხაროდ, ამის ფუფუნება არ გვქონია.
იუსტიციის სამინისტრო
ბრეგაძე: სამართალი, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა, ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს
tbl.ge/5svw
დაკოპირდა

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას.
ამავე თემაზე
- ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა
- ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებას კითხვები არასდროს არ ჰქონია - ხმალაძე
- ირაკლი ხმალაძე ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
- პაატა სალიას მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა
- პრობაციის სააგენტოს უფროსად ნიკა ცხვარაშვილი დაინიშნა




