იუსტიციის სამინისტრო

პრობაციის სააგენტოს უფროსად ნიკა ცხვარაშვილი დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნიკა ცხვარაშვილი დაინიშნა - ცხვარაშვილი თანამშრომლებს ივანიშვილის წარმომადგენელმა პაატა სალიამ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე მაისურაძემ წარუდგინეს.

სამინისტროს ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ცხვარაშვილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები