ეკატერინე ტიკარაძე

ხოშტარია ტიკარაძეზე: ივანიშვილი ხალხს აპამპულავებს – ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია

რომ ვუსმენდი, განცდა მქონდა, რამდენად შევეჩვიეთ ჩვენ არასწორი, არსებითად მახინჯი მართვის სისტემას, რომ აბსოლუტურად არავის არ აქვს განცდა, არც განცხადება კეთდება, არც რამის შეცვლის მოლოდინი და იმედი, რომ ეს უკავშირდება კოვიდის მართვას. კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, მთელი მთავრობა უნდა გარბოდეს, პირდაპირი გაგებით. 

ჩვენ ყველამ ვიცით და ამაზე დროსაც არ დავხარჯავთ, რომ ეს უკავშირდება შიდა კულუარულ [დაპირისპირებას] ჩვენ ვარკვევთ ბიძინას რომელი ფრთა სად გადავიდა. რა თქმა უნდა, უნდა იცოდე, პულსზე გეჭიროს ხელი, მაგრამ იმდენად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომ მორიგ ჯერზე უნდა ვიმარჩიელო, რა მოიხარშა ბიძინა ივანიშვილის თავში. [...] პარლამენტარების მიმართაც მქონია ეს განცდა, რომ აპამპულავებს ამ ხალხს - ხან ერთ ააჯანყებს, ხან მეორეს აჩხუბებს, ხან დაატაკებს და ეს ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია. ძალიან პროტესტი მაქვს ხოლმე ამ კულუარულ ანალიზში შესვლის. პრაგმატულადაც, ჩვენ არ უნდა გადავეწყოთ ამ დღის წესრიგზე, ამ თამაშებში არ უნდა შევიდეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან მკაფიო დღის წესრიგი.

ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომაზე.

კომენტარები