ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაინიშნა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას თავად სამედიცინო ცენტრში დაუდასტურეს.

ეკატერინე ტიკარაძე 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის  დეკემბრამდე  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. ის თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა. თუმცა, კოვიდ პანდემიის პერიოდში, ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

2022 წელს ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა, სამედიცინო მიმართულებით, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ ტიკარაძე 2015–2019 წლებში საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. 

 

კომენტარები