ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უნივერსიტეტი ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ტიკარაძე უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის 9 დეკემბერს გადადგა. ყოფილ მინისტრს არ უთქვამს მიზეზი, რის გამოც ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. კერძოდ, მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც Covid-19 გადაიტანა.

კომენტარები