სასკოლო სახელმძღვანელოები

კობახიძე: სახელმძღვანელოებს აკლია მითითება, სააკაშვილის პირობებში იყო ავტორიტარული რეჟიმი

ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს, აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი. ასევე, აკლია მითითება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებული იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები ამ სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია.

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირთა ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა არასწორია.

კომენტარები