ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 5 პირი ბათუმში დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 5 პირი ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 

  • 1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.
  • 1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.
  • 1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.
  • 1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.
  • 1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.

"ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს". – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები