ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: ინტერპოლის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე - თ. გ. განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა.

მათივე ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები