ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: დავაკავეთ უკანონო აზარტული საქმიანობისთვის ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი 
ცირკულარით იძებნებოდა.

“ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას - 
ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე  ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონოდ მიითვისა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო 
პროცედურები მიმდინარეობს”. - წერს შსს.

კომენტარები