საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე NGO-ების კრიტიკაზე: თავისივე კვლევებით ბოლო ადგილზე არიან რეპუტაციის თვალსაზრისით

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

"იცით არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია და თავისივე კვლევებით ბოლო ადგილეზე არიან რეპუტაციის თვალსაზრისით და ასეთი განცხადებებია სწორედ ამის ერთერთი მთავარი მიზეზი". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას. 

"როდესაც ეს ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ არასამთავრობო ორგანიზაციები, პირდაპირ აფილირდებიან პოლიტიკურ პარტიებთან, რა თქმა უნდა, ეს ანგრევს მათ რეპუტაციას და მათი დაბალი რეიტინგის მიზეზი ზუსტად ესაა". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში საკონსტიტუციო ცლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის ვალდებულება აღარ არსებობს, "გამომდინარე იქიდან რომ ანულირებულია ის შეთანხმება, რომელშიც იყო გაწერილი 2%-იანი ბარიერის ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის".

მისივე თქმით, ცვლილებების მიღება ქართული ოცნების კეთილ ნებასა და "კონკრეტული სუბიექტების მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. 

კომენტარები