აზარტული თამაშები

ღარიბაშვილი: აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა

ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

მეორე საკითხია ასაკობრივი ზღვარი, 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, აქაც გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება შეზღუდვა, ესენი არიან: სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწოლვან ადამიანს.

და მესამე საკითხი - რეკლამის შეზღუდვა. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, ძირითადად, აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხება.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები