კოსოვო

კოსოვოში ავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს – გარდაიცვალა 3 ადამიანი

დასავლეთ კოსოვოში შეიარაღებულმა ადამიანმა ავტობუსს, რომელსაც სკოლის 8 მოსწავლე გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნა - გარდაიცვალა 3 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.  

ავტობუსის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, სამი დაჭრილი თინეიჯერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურია. 

პოლიციის განმარტებით, ცეცხლის გახსნის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა, მათივე ინფორმაციით, დიდი ალბათობით, თავდასხმა ტერორისტული აქტი არ არის და თავმდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანმა პოლიციას მიმართა, რომ სწრაფად ეპოვათ დამნაშავე და გაესამართლებინათ.

კომენტარები