შავი ზღვა

რუსეთი-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, აშშ-ს გამანადგურებელი ხომალდი შავი ზღვისკენ დაიძრა

ამერიკული გამანადგურებელი სამხედრო ხომალდი, USS Arleigh Burke-ი, რომელიც მართვადი რაკეტებით არის დატვირთული, შავი ზღვისკენ დაიძრა. ინფორმაციას აშშ-ს საზღვაო სამხედრო ძალების ევროპა-აფრიკის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ავრცელებს.

"USS Arleigh Burke-მა დაიწყო ჩრდილოეთიდან ტრანზიტი შავი ზღვის მიმართულებით, რეგიონში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის", – წერენ საზღვაო სამხედრო ძალების გვერდზე. 

უკრაინა-რუსეთის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ამერიკული ხომალდები შავ ზღვაში რამდენიმე კვირის წინაც იყვნენ შემოსული, რასაც მოსკოვის კრიტიკაც მოჰყვა. 

კომენტარები