კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: COVID-19-ის გადატანის შემდეგ მუდმივი მწვანე სტატუსი, შესაძლოა, გადაიხედოს

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს". - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა: "კორონავირუსის გადატანის შემდეგ მწვანე სტატუსი განუსაზღვრელი ვადით იქნება, როგორია თქვენი პირადი პოზიცია, როდესაც არის 6-7 თვეში რეინფიცირების შემთხვევები, ხომ არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს?"

გამყრელიძის განმარტებით, მწვანე პასპორტი მოიცავს ოთხ ინდიკატორს, ესენია: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტი და ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი. 

"როგორც წესი, საკითხი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავადებათა კონტორლის ცენტრი, ან თქვენი მონა-მორჩილი თუ რამეს იტყვის, ეს აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ეს განიხილება და მერე უმრავლესობის აზრი არის". - ამბობს გამყრელიძე. 

კომენტარები