საქართველოს საპატრიარქო

ილია ll: არ შეიძლება, ადამიანმა დედამიწაზე ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ სინანული ასწორებს მას

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. [...] ჩვენ უდნა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ.

მე უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. [...] ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? 

ამბობს კათოლიკოს-პატროარქი, ილია მეორე. 

კომენტარები