ჰოლივუდი

სარა ჯესიკა პარკერი: ვიცი, როგორც გამოვიყურები, როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო?

CNN

Vogue-თან ინტერვიუში სარა ჯესიკა პარკერმა უსიამოვნო კომენტარებს უპასუხა, რომელიც ბოლო დროს მის ასაკის შესახებ კეთდება. 

"ჩემსა და სხვა მსახიობი ქალების მიმართ ხშირად მოკრავთ ყურს მიზოგინურ კომენტარებს. "ჭაღარა თმა, ჭაღარა თმა, ჭაღარა თმა... ნუთუ მას ჭაღარა თმა აქვს"? ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ენდი კოენთან ერთად ვსადილობდი, მასაც ჭაღარა თმა აქვს, მაგრამ მისი თმა საზოგადოებისთვის მისაღებია, ნაწილისთვის დახვეწილადაც კი ითვლება. მგონია ადამიანებს არ სურთ საკუთარი თავებით კმაყოფილები ვიყოთ. მათ სურთ თუნდაც იმის გამო, რომ ბუნებრივად დაბერება ავირჩიეთ დავიტანჯოთ. ვიცი, როგორც გამოვიყურები. სხვა არჩევანი არ მაქვს. როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე"? – ამბობს მსახიობი.

სარა ჯესიკა პარკერი ამერიკელი მსახიობია. აღიარება და პოპულარობა HBO-ს საკულტო სერიალმა სექსი დიდ ქალაქში მოუტანა. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Hocus Pocus, Ed Wood, The Family Stone, Glee, Divorce. მიღებული აქვს ექვსი ოქროს გლობუსის და ორი ემის ჯილდო. 2021 წლის დეკემბერში მისი მონაწილეობით გამოვა Sex and The City-ს გაგრძელება, 10 ეპიზოდიანი სერიალი And Just Like.

 

 

კომენტარები