მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

კახიძე: შიმშილობა უნდა შეწყვიტოს ყველამ, არც პრაგმატულია და არც სწორი, ნურავინ წააქეზებთ

შიმშილობა უნდა შეწყვიტოს ყველამ!

ეგ არ არის ქოცებთან ბრძოლის ხერხი. ამის გამო გული არავის აუჩუყდება.

გავრილოვი ჩამოიყვანეს, მაკო გომურს თვალი გამოთხარეს და არც არავის ეუხერხულება. გახარია პრემიერად დააწინაურეს და სიის პირველ ნომრად ჩაწერეს, კობახიძე კი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეს.

ახლა მთლად ღარიბაშვილია პრემიერად, მოზარდებს რომ აბულინგებდა უფროსის შვილის დაკვეთით, გაუპატიურებით რომ ემუქრებოდა ოპოზიციის ლიდერებს და სკოლის ბავშვებისთვის წამების კადრები რომ გამოიტანა საჩვენებლად, დიდ ეკრანზე.

ამათ შიმშილობაზე ექნებათ რამე რეაქცია? გლუკოზას იღებს ეგ აფერისტიო, ხო ხედავთ, კიდევ ცოცხალიაო, ღლიცინებენ.

ყველამ, ვისაც ამათი დასუსტება უნდა, შეწყვიტოს საკუთარი თავის დასუსტება.

არც პრაგმატულია ეგ და არც შვილებთან და ოჯახის წევრებთან არის სწორი ეგრე მოქცევა, ნერვიულობს ყველა.

და ნურავინ წააქეზებთ "ბრძოლის" ამ ფორმას. განაცხადი გაკეთებულია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამათი არაჰუმანური სახე.

საკმარისია!

ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს. მეექვსე დღეა შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ - ის სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ასევე, შიმშილობენ მთავარი არხის ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტი ნინო მჭედლიშვილი.

კომენტარები