მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ელენე ხოშტარიამ რამდენიმე წამით გონება დაკარგა, ის გადასხმებზე კვლავ უარს ამბობს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტის შენობაში მე-6 დღეა შიმშილობს, რამდენიმე წამით გონება დაკარგა. ინფორმაცია ტაბულას მისმა პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ამ დროისათვის, ელენე ხოშტარია თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, გადასხმებზე კვლავ უარს ამბობს.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მე-6 დღეა შიმშილობს.

კომენტარები