ლიტვა-ბელარუსი

ლიტვამ მიგრანტების შესაკავებლად ბელარუსის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყო

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების რიცხვი გაიზარდა, ლიტვამ საზღვართან კედლის აშენება დაიწყო

ევროკავშირი ბელარუს პოლონეთში, ლიტვასა და ლატვიაში, მიგრანტების არალეგალურად შესვლის წახალისებაში ადანაშაულებს. ბელარუსმა რამდენიმეჯერ უარყო აღნიშნული, მაგრამ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით,  ევროკავშირის სანქციების გამო, ბელარუსი აღარ აპირებს მიგრანტების შეკავებას. 

ევროკავშირის სამივე ქვეყანამ მიგრანტების შესაკავებლად საზღვარზე სპეციალური მავთულხლართები განათავსა. ლიტვამ  კი €152 მილიონი გამოყო 500 კილომეტრიანი კედლის ასაშენებლად, რომელიც შემდეგი წლის სექტემბერში დასრულდება. კედელთან დამატებით 3-მეტრის სიმაღლის მავთულხლართი და ვიდეო კონტროლისთვის აღჭურვილობაა.

არალეგალური მიგრანტების მიმოსვლის გააქტიურების ფონზე, ლიტვა-ბელარუსის საზღვარზე ახალი ბარიერის მშენებლობის შესახებ ცნობილი 9 ივლისს გახდა. კედელი დაახლოებით 30 კილომეტრის სიგრძის იქნება.

კომენტარები