ლიტვა-ბელარუსი

ლიტვამ ბელარუსიდან გადაფრენილი საჰაერო ბუშტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლიტველი მესაზღვრე ბელარუსის საზღვართან

 ლიტვის მთავრობამ ბელარუსიდან საჰაერო სივრცეში ხელმეორედ გადმოფრენილი ბუშტების გამო 9 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვილნიუსის თქმით, ეს ბუშტები ხშირად კონტრაბანდას ატარებს და საფრთხეს უქმნის, როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე ადამიანების სიცოცხლეს, ქონებასა და გარემოს.

ლიტვის ხელისუფლების მტკიცებით, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ამ პრაქტიკას შეგნებულად უწყობს ხელს და მას ჰიბრიდული შეტევის ნაწილად იყენებს.

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ დეკემბრის შუაში სახელმწიფო თავდაცვის საბჭო ბელარუსული აქტივების შესაძლო გაყინვას ან კონფისკაციას განიხილავს.

ბუშტების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევამ ვილნიუსის აეროპორტის დახურვა და ლიტვა-ბელარუსის საზღვრის დროებითი ჩაკეტვა უკვე გამოიწვია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ კონდრატოვიჩმა აღნიშნა, რომ სამხედროები ამჟამად პატრულირებაში ყოველდღიურად მონაწილეობენ და ხელისუფლება ერთი თვის შემდეგ გადახედავს, საჭიროა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.

კომენტარები