ვაქცინაცია საქართველოში

ქართული Covid-სერტიფიკატი EU-ს ელექტრონულ სისტემას სავარაუდოდ 10 დღეში მიუერთდება

Shutterstock

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის Covid-სერთიფიკატის ელექტრონულ სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება.

"გასულია ბოლომდე. ამაზე ძირითადად სამინისტროს IT დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობენ. ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე საქართველო უნდა მიუერთდეს,” - ამბობს გამყრელიძე. 

საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატები ევროკავშირს ამ დრომდე არ აქვს აღიარებული.  EU-მ უკვე ცნო დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატები. შესაბამისად, ამ ქვეყნების გაცემულ Covid-სერტიფიკატებს იგივე ძალა აქვთ, რაც ევროკავშირის საბუთს.

კომენტარები