ჰოლივუდი

უილ სმიტი: მამაჩემი მოძალადე იყო, მის მოკვლაზე არაერთხელ მიფიქრია

Page Six

9 ნოემბერს უილ სმიტის ავტობიოგრაფიული რომანი Will გამოდის. მსახიობმა ერთ-ერთი თავი მამასთან ურთიერთობას მიუძღვნა.

"მამაჩემი მოძალადე ადამიანი იყო. ასევე ალკოჰოლთან პრობლემებიც ჰქონდა. მიუხედავად ამისა ყველა ჩემს თამაშს, სპექტაკლსა და ფილმს ფხიზელი ესწრებოდა. ინტენსიური პერფექციონიზმით ატერორებდა მთელს ოჯახს. 9 წლის რომ ვიყავი დავინახე დედაჩემს ხელი როგორ დაარტყა, დავინახე დედა სისხლს, როგორ აფურთხებდა. ვფიქრობ იმ ღამეს მომხდარმა დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე და განსაზღვრა თუ ვინ უნდა ვყოფილიყავი. ბავშვობაში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ, როდესაც გავიზრდები, გავხდები მამაზე ძლიერი, აუცილებლად მოვკლავ. მის მოკვლაზე არაერთხელ მიფიქრია". – იხსენებს სმიტი.

2000 წელს უილ სმიტის მშობლები განქორწინდნენ. 2016 წელს უილ სმიტ უფროსი კიბოთი გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო დღემდე ეტლს მიჯაჭვულ მამაზე ზრუნავდა. 

"ერთი ამბავი მახსენდება. მამა უკვე ეტლით გადაადგილდებოდა, აბაზანისკენ მიმავალ კიბეზე ჩასვლაში ვეხმარებოდი, მისთვის ხელის კვრა მომინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შური მეძია იმ ტკივილისა და ბრაზისთვის, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს მხოლოდ წამიერი ფიქრი იყო, თავი გავიქნიე და მამა აბაზანაში შევიყვანე". – წერს მსახიობი.

კომენტარები