მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მამა ზაზა სააკაშვილზე: მის სიცოცხლეზე ქილიკი მიდის, 40 დღეს ითვლიან, უპატიებელია

რაც დღეს ხდება, დამოკიდებულება, თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის და, მით უმეტეს, ისეთი პიროვნების მიმართ, რომელიც იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი და რჩება მე-3 პრეზიდენტად, არის ნიშანი ადამიანის მიმართ დამოკიდებულების. თუ ასეთი რანგის პოლიტიკოსს ასე ექცევიან, სხვა ადამიანებს როგორ მოექცევიან? რისი იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ? რას ვხედავთ? რა გავიგოთ? ქილიკი მიდის ადამიანის სიცოცხლეზე, როდესაც სიკვდილის უფლებას ანიჭებენ, 40 დღეს ითვლიან და 41-ე დღეს უკვე მკვდარი უნდა იყოსო - მსგავსი სისულელეებით ლაპარაკი უმაღლესი ეშელონების მხრიდან, რა არის? ამავდროულად, ეკლესიას ეტმასნებიან და თავი აპოლოგეტებად გამოჰყავთ, შემდეგ ყველანაირი საშუალებით უსმენენ ყველა სასულიერო პირს, იციან ყველაფერი მათ შესახებ, რომ საჭირო დროს გამოიყენონ, რომ ეკლესია გახადონ ინსტრუმენტად და ისევე წაართვან ავტორიტეტი, როგორც სხვა მნიშვნელოვან ინსტუტუციებს, ეს არის უპატიებელი, ეს არ შეიძლება, მიიღოს ქართველმა ხალხმა.

ამბობს მამა ზაზა თევზაძე ფორმულასთან ინტერვიუში ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "მოშიმშილე ადამიანი 40 დღე ძლებს, 41-ე დღეს სასაცილო მდგომარეობა იქნება"

კომენტარები