მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

მდინარაძე: მოშიმშილე ადამიანი 40 დღე ძლებს, 41-ე დღეს სასაცილო მდგომარეობა იქნება

41- ე დღეს, ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება, იმიტომ, რომ ხომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს და ა.შ. არანაირი პრობლემა საბედნიეროდ არ შეიქმნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, მე ასეთი გონივრული მოლოდინი მაქვს.

დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს, მე რატომ ვლაპარაკობ ამას. მას შეუძლია მისცეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება და შემდეგ დავრწმუნდებით, ჩემი აზრით, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე - ნახევრად შიმშილობასთან, ფეიკთან, დადგმულ რაღაცასთან...

ამბობს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს.

კომენტარები