დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებას და მოუწოდებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას არსებული ხარვეზები.
"დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად." – წერს საელჩო.
30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021