კორონავირუსი

ევროკავშირმა სომხეთის და დიდი ბრიტანეთის კოვიდ-სერტიფიკატები აღიარა, საქართველოსი – ჯერ არა

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდსერტიფიკატები აღიარა. ამის შესახებ წერია ევროკომისიის Twitter-ზე. 
 
"კარგი ამბავი სომხეთისა და დიდი ბრიტანეთისთვის! დღეს ჩვენ მივიღეთ ორი ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთისა და სომხეთის მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების ექვივალენტურია. ოთხი კონტინენტის 45 ქვეყანა არის დაკავშირებული ევროკავშირის სისტემასთან". – წერია twitter-ზე. 

საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატები ევროკავშირს ამ დრომდე არ აქვს აღიარებული.  

20 აგვისტოდან, ევროკავშირმა თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატები სცნო. ინფორმაციას ევროკომისიაში აცხადებენ

შესაბამისად, თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდპასპორტებს იგივე ძალა აქვთ, როგორიც ევროკავშირის საბუთს აქვს. მისი მეშვეობით ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.

კომენტარები