არჩევნები 2021

კალაძე ოცნების აქციაზე: კვების თანხა იხარჯება, ადამიანი რომ მოგყავს, კვება უნდა უზრუნველყო

გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა, იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვენ დახარჯეთ. რა თქმა უნდა, ეს არის კვების საქმე, აქ დამალული არაფერი არ არის. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს. 

ადამიანი როცა მოგვყავს, რა თქმა უნდა უზრუნველყოფ კვების თანხას. ოფიციალური ხარჯებია. იმაზე მეტი არ დაგვიჯდება, რაც ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა. 

ამბობს თბილისის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ხვალ, 27 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ქართული ოცნების აქციაზე. 

დაშინება, მოსყიდვა, იძულება - ქართული ოცნების წინასაარჩევნო პრაქტიკაზე, წაიკითხეთ - აქ. 

კომენტარები