აშშ-რუსეთი

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მეტი გააკეთოს

ვენდი შერმანი
CFP

გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი და ეკონომიკის მდივნის მოადგილე ხოსე ფერნანდესი რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს ალექსეი ოვერჩუკს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო აშშ-ს მხრიდან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის შენარჩუნების სურვილს.

ოვერჩუკი ასევე შეხვდა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელს ჯონ კერის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის თანახმად, კერიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა უფრო ჩართული იყოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებში.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა რუსეთს მოუწოდა უფრო მეტი გაეკეთებინა ევროპის ენერგო-უსაფრთხოებისთვის. შერმანმა ასევე გაიმეორა კელის მოწოდება, კლიმატის საკითხებში, რუსეთის მიერ პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ.

"სახელმწიფო მდივნის მოადგილე შერმანმა და ეკონომიკის მდივნის მოადგილე ფერნანდესმა ასევე მოუწოდეს რუსეთს უზურნველყოს აშშ-ს კომპანიებთან სამართლიანი მოპყრობა [რუსულ] ბაზარზე და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის სავაჭრო და საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით." – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები