მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი: ციხის კლინიკაში ყველა პირობაა, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ

ციხის საავადმყოფოში, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ [იუსტიციის მინისტრი] ამიხსნა, აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც. ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ჩვენი პარტია გაიმარჯვებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები