მიხეილ სააკაშვილის დაკავება

უგულავა: პატრიარქის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, რომ რუსეთის მარწუხებში არ მოექცეს ეკლესია

არსებობს უკეთური, არ ვიცით გამოთქმა, რომ უპატრონო ეკლესიას შეიძლება ეშმაკები დაეპატრონონ?! რა თქმა უნდა, რუსეთი ებრძვის ჩვენს ეკლესიას, ინფილტრირებულია, ბევრი აგენტი ჰყავს და ცდილობს, საკუთარი პატრიარქიც გაიყვანოს. აი, ამ ვითარებაში, მართლა გულწრფელად ვუსურვებ პატრიარქს ჯანმრთელობას, რადგან მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ეკლესიის თავისუფლება დღეს, რომ ბოლომდე რუსეთის მარწუხებში, რომელის მოქცევას ცდილობს კრემლის ეკლესია, ეს არ გამოუვიდეთ, იმიტომ რომ საქართველოს ავტოკეფაკური ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც გეზი აქვს დასავლეთისკენ, თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, დასავლური უსაფრთხოების სისტემისკენ და კეთილდღეობისკენ და ამ არქიტექტურაში ეწერება ზუსტად ეკლესია და მაგრამ არა შიო მუჯირი, რომელიც კრემლის მოსაყდრეა.

ამბობს ოპოზიციის ნაწილის ფოთის მეროების კანდიდატი, გიგი უგულავა ფორმულას ეთერში ეხმაურება მოსაყდრე შიოს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ".

კომენტარები