ტაივანი

ტაივანში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში, ქალაქ კაოშიუნგში 13-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. 

CNN-ის ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსში დღეს დილით გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა 400-მდე მეხანძრემ 140-მდე სახანძრო მანქანამ საღამომდე ვერ მოახერხა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეებმა 83 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს, თუმცა სამაშველო სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ათობით ადამიანი კი შენობის ნანგრევებშია ჩარჩენილი.

ჯერჯერობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია. 

კომენტარები