ბათუმი

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოასვენეს

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი, მე-9 გარდაცვლილი ამოასვენეს. 

"სამწუხაროდ, 9 გარდაცვლილია და 2 ცოცხალი გადარჩა საბედნიეროდ. სამწუხაროდ, 3 არასრულწლოანი გარდაიცვალა. ერთი არის შვიდი წლის, მეორე წლის და სამი თვის და მესამე თორმეტი წლის, სამწუხაროდ". - ამბობს შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურის თქმით, დაკარგული სავარაუდოდ არცერთი პირი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები