ბათუმი

"გულის გაჩერებით შემოიყვანეს" – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"შემოყვანილია გულის გაჩერებით და სიხლდენით. ორივე კიდურის მძიმე დაზიანება აქვს. იმყოფება შოკის დარბაზში. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა". - უთხრეს ტაბულას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. 

მანამდე, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები ცოცხალი იპოვეს.  

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები